რა ემერთება ორგანიზმს, როდესაც ყავას მივირთმევთ - 7 მნიშვნელოვანი ფაქტი » DataLife Engine

რა ემერთება ორგანიზმს, როდესაც ყავას მივირთმევთ - 7 მნიშვნელოვანი ფაქტი

ყავას ყოველდღიურად უმრავლესობა ჩვენგანი მიირთმევს, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა დადებით ზეგავლენას ახდენს ყავა ჩვენს ორგანიზმზე. გთავაზობთ კვალიფიციური მეცნიერების კვლევას აღნიშნულ საკითხზე.

ყავა კიბოს რისკს ამცირებს

ის, რომ ყავას შეუძლია კიბოს განვითარების რისკი, ბოლომდე დადასტურებული არ არის. ზოგიერთმა კვლევამ დაადგინა, რომ  ყავის დალევა  პირის ღრუს და ხახის, ასევე ღვიძლის და პროსტატის კიბოს რისკის შემცირებას იწვევს. ამასთან,  ქალებში, რომლებიც დღეში ოთხზე მეტ ფინჯან ყავას სვამდნენ, 22%-ით დაბალია საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი, ვიდრე მათთან, ვინც საერთოდ არ სვამდა ყავას

ყავა პარკინსონის განვითარებას ხელს უშლის

შვედეთში ლინკოპინგის უნივერსიტეტში  კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყავის მოხალვის დროს გამომუშავდება განსაკუთრებული ნივთიერება phenylindanes-ი, რომელიც ხელს უშლის პარკინსონის დაავადებების განვითარებას.

ყავა ასევე, გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან

იტალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავა მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება. კვლევებით დასტურდება, რომ ყავა აფერხებს სკლეროზის განვითარებას

ყავა ამცირებს გულის დაავადებების რისკს

თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ, დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა სცადოთ. მეცნიერებმა შეისწავლეს კორელაცია გულის არითმიასა და კოფეინის მიღებას შორის. კვლევის ფარგლებში 230 000 სუბიექტი შეისწავლეს. მათ შორის, ვინც რეგულარულად სვამდა ყავას, წინაგულის ფიბრილაციის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მათ შორის, ვინც იშვიათად სვამდა ყავას.

ყავა დიაბეტისგან გვიცავს

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 5 ფინჯან ყავაზე მეტს სვამენ, მათთვის დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება. მეცნიერების აზრით, ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ასევე დადებითად მოქმედებს შინაგანი მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე.

ყავა აჭკვიანებს

სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ყავას არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. როგორც ბარსელონას უნივერსიტეტის მკლევარებმა დაადგინეს, ყავა ტვინის ჯანმრთელობის საუკეთესო დანამატია. მისი მიღების შემდეგ ტვინი უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას ანუ მის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

ყავა აბედნიერებს

გავიგეთ, რომ ყავა გაღვიძებასა და დღის ენერგიულად გატარებაში გვეხმარება. მაგრამ, იცოდით რომ ის ბედნიერების მომტანიცაა? მეცნიერების აზრით, დღეში ერთი ფინჯანის დალევა, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების გამო, დეპრესიის რისკს ამცირებს.
ყავა ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის წარმოებას ზრდის.დღეში 1 ჭიქა ყავა სუიციდის რისკს 50%-ით ამცირებს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 019 / 28 апрель 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]