სასარგებლო რჩევები სპეციალისტებისგან - როგორ დავალაგოთ სახლი კორონავირუსის პრევენციისთვის » DataLife Engine

სასარგებლო რჩევები სპეციალისტებისგან - როგორ დავალაგოთ სახლი კორონავირუსის პრევენციისთვის


საჭიროა თუ არა სპეციალური საწმენდი საშუალებები?
- ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენ ხანს ძლებს კოროვირუსი ზედაპირებზე. თუმცა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიის პროფესორი სტივენ მორსი ამბობს, რომ რაც ჩვენ ვიცით სხვა კორონა ვირუსებიდან არის ის, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების უმეტესობა მათ კლავს. ასე, რომ სახლი ხშირად უნდა გაიწმინდოს სველი წესით საყოფაცხოვრებო საწმედი საშუალებებით
მოვიმარაგოთ უნდა თუ არა საკვები და წამლები?
-გარკვეული პროდუქტების მომარაგების მიზეზი იმდენად ის არ არის, რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო დეფიციტი ეპიდემიის გაჩენის შემთხვევაში, არამედ ის, რომ სოციალური დისტანცირება მოახდინოთ. თქვენ გსურთ თავიდან აიცილოთ ხალხმრავლობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ დაავადების გადადების რისკი. თუ კორონავირუსი გავრცელდება, ხალხმრავალ სასურსათო მაღაზია ან აფთიაქი უკანასკნელი ადგილია, სადაც ყოფნა მოგინდებათ.
რას იტყვით პირბადეებზე?
- მეცნიერება იმის შესახებ თუ რამდენად სასარგებლოა საჯარო სივრცეში პირბადის ტარება, ნამდვილად კომპლექსურია. ინფექციური დაავადებების ზოგიერთი სპეციალისტი თავს არიდებს რეკომენდაცია გაუწიოს იმას, რომ ადამიანებმა პირბადეები ატარონ, როგორც პროფილაქტიკური ზომა, რადგან მათ შეუძლიათ უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება შექმნან. რაზეც ექსპერტები თანხმდებიან ის არის, რომ პირბადის ტარება კარგი იდეაა, თუ ავად ხართ, და შეგიძლიათ შეამციროთ სხვების დაინფიცირების შანსი. ავად ყოფნისას პირბადის ტარება განსაკუთრებით კარგი იდეაა, თუ თქვენ ცხოვრობთ ვინმესთან ერთად, რომლის იმუნური სისტემა სუსტია ან თუ ხანდაზმული ასაკის პირია, რადგან 60 და 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, როგორც ჩანს, ყველაზე დაუცველნი არიან კორონავირუსის მიმართ.
რაც შეეხება სამუშაოს?
- ცხადია, თუ ავად ხართ, სახლში უნდა დარჩეთ. მაშინაც კი, თუ კარგად ხართ, დისტანციურად მუშაობას აზრი აქვს ადგილობრივი ეპიდემიის შემთხვევაში, რათა შეამციროთ დაინფიცირების შესაძლებლობა.
როგორია სამოქმედო გეგმა, თუ ავად გახდებით?
- თუ ავადმყოფობის ადრეული ნიშნები გაქვთ, როგორიცაა ცხელება ან მშრალი ხველა, ექიმთან უნდა დარეკოთ, მაგრამ აუცილებელი არაა საავადმყოფოში თავად გაემგზავროთ, სადაც შეიძლება სხვები დააინფიციროთ.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 791 / 28 апрель 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]