რას გვეუბნება სახეზე გამონაყარი-გამონაყარის მიხედვით, როგორ გავიგოთ რომელ ორგანოზე გვაქვს პრობლემა » DataLife Engine

რას გვეუბნება სახეზე გამონაყარი-გამონაყარის მიხედვით, როგორ გავიგოთ რომელ ორგანოზე გვაქვს პრობლემა


ცხვირი: დაკავშირებულია გულის დაავადებებთან

მიზეზი: სისხლის ცუდი მიმოქცევა, მუცლის შებერილობა, დაბინძურებული ჰაერი და მაღალი არტერიული წნევა.

მკურნალობა: თქვენ სისტემატურად უნდა აკონტროლოთ არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე, ჩაიტაროთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია მწვანე ჩაის დახმარებით და რეგულარულად დაკავდეთ სპორტით.

ლოყების ზედა ნაწილი: დაკავშირებულია ფილტვებთან

მიზეზი: მოწევა, ასთმა, დაბინძურებული გარემო.

მკურნალობა: დაანებეთ სიგარეტის მოწევას თავი და გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო სუფთა ჰაერზე, დაიწყეთ ყოველდღიური ვარჯიში.

ლოყები: დაკავშირებულია ფილტვებთან და თირკმელებთან

მიზეზი: ცუდი კვება, სტრესი, ჭარბი რაოდენობით შაქრის გამოყენება, მოწევა.

მკურნალობა: ამოიღეთ რაციონიდან მავნე საკვები პროდუქტები და ჩაანაცვლეთ ისინი ნატურალური, ჯანსაღი საკვებით.


პირი და ნიკაპი: დაკავშირებულია კუჭის პრობლემებთან

მიზეზი: შაქრის, ალკოჰოლის, კოფეინისა და ცხიმის მაღალი შემცველობის პროდუქტების ხშირი გამოყენება, სტრესი.

მკურნალობა: თქვენ უნდა დაიცვათ ბალანსირებული კვების პრინციპები და იკვებოთ რაც შეიძლება მეტი ხილითა და ჯანსაღი პროდუქტებით.


ყბა და კისერი: დაკავშირებულია ჰორმონებთან


მიზეზი: დეჰიდრატაცია, ჭარბი რაოდენობით - მარილიანი საკვები, კოფეინი ან სანელებლები.

მკურნალობა: სვით ბევრი წყალი და რაც შეგიძლიათ შეამცირეთ მარილიანი და სანელებლებიანი საკვების მიღება, ასევე თავი შეიკავეთ ჭარბი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებისგან.

შუბლი: დაკავშირებულია შარდის ბუშტთან და წვრილ ნაწლავთან

მიზეზი: ჭარბი რაოდენობით ცხიმისა და დამუშავებული საკვების მიღება, სტრესი, ძილის ნაკლებობა, შაქრისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება როგორც წესი, საჭმლის მონელების პროცესს ანელებს.

მკურნალობა: დალიეთ ბევრი წყალი, უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე, იკვებეთ დაუმუშავებელი, უმი ბოსტნეულით და გაიუმჯობესეთ ძილის ხარისხი.



скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 276 / 28 апрель 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]