ეს ძალზედ საინტერესო რჩევებია - როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს სახლის პირობებში? » DataLife Engine

ეს ძალზედ საინტერესო რჩევებია - როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს სახლის პირობებში?

კორონა ვირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი პრაქტიკაში ხშირია კორონავირუსით დაავადებულთა თვით მკურნალობა სახლის პირობებში. იმ შემთხვევაში თუ საქართველოშიც დაავადებულთა მატების გამო სახლში მოგვიწია მკურნალობა, გთავაზობთ საინტერესო რჩევებს.
განცალკევებული ოთახი
მოათავსეთ ინფიცირებული პირი განცალკევებულ ოთახში და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გამოუყავით პერსონალური საპირფარეშო. უმჯობესია, თუ ოთახი კარგად ნიავდება.
საკუთარ ოთახთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფიცირებულ პირს ჰქონდეს პირადი ურჭელი, პირსახოცი და თეთრეული. ყოველი გამოყენების შემდეგ ნივთები კარგად უნდა გაირეცხოს. ნივთებს უნდა შეეხოთ ერთჯერადი ხელთათმანით. როდესაც ხელთათმანს მოიხსნით, დაიბანეთ ხელები საპნით და ყლით ან ალკოჰოლით დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით. ტანსაცმლის გამშრალების დროს გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია გამათბობლის ტემპერატურა, მით უფრო მეტად იზღვევთ თავს.
ჰიგიენა
დროა ჰიგიენას დიდი ყურადღება მიაქციოთ. „პაციენტის“ მეთვალყურე უნდა მოერიდოს დაუბანელი ხელების სახეზე მოკიდებას. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
პირბადეს შეუძლია ვირუსის გავრცელების შეჩერება. ინფიცირებული ადამიანი მას აუცილებლად უნდა ატარებდეს, როდესაც ის სხვა ადამიანის სიახლოვესაა.
თუ ინფიცირებული ადამიანის ზედამხედველს უწევს პაციენტის სისხლთან, განავალთან, ნერწყვთან, ნახველთან, ღებინების მასებთან ან შარდთან შეხება, მას აუცილებლად უნდა ეკეთოს ხელთათმანი და პირბადე. როდესაც ის დატოვებს პაციენტის ოთახს, პირველ რიგში უნდა მოიხსნას და გადააგდოს ხელთათმანი, შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები წესების დაცვით და ამის შემდეგ მოიხსნას და გადააგდოს პირბადე და ისევ დაიბანოს ხელები.
არ დაგავიწყდეთ კარის სახელურების დეზინფექცია.
პაციენტის მონიტორინგი
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა ლეტალური არ არის და მკურნალობას მარტივად ექვემდებარება, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში პაციენტებში ვითარდება პნევმონია ან მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომი.
ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, თუ პაციენტს უჭირს სუნთქვა, გრძნობს ტკივილს მკერდის არეში, დალუჯრებული აქვს ტუჩები ან სახე, მაშინათვე მიმართეთ ექიმს. შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო წამალი არ არსებობს, თუმცა გართულებული პაციენტების გამოჯანმრთელება და მათი მდგომარეობის კონტროლი საავადმყოფოებში სხვადასხვა ინვენტარის დახმარებითაა შესაძლებელი.
პალიაციური ზრუნვა და გამოჯანმრთელება
გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ინფიცირებულის დასვენება და ბევრი სითხის მიღება. თუ პაციენტს ტემპერატურის მატება აღენიშნება, შეუძლია სიცხის დამწევი წამალი დალიოს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 415 / 28 апрель 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]