რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელს მამისგან? ყველაზე ხშირი ფიზუკური მსგავსება რომელ ნაკვთებზე გაიმოხატება » DataLife Engine

რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელს მამისგან? ყველაზე ხშირი ფიზუკური მსგავსება რომელ ნაკვთებზე გაიმოხატება

ქართულ რეალობაში ხშირად გვესმის ფრაზები: "მამამის ზუსტი ასლია"; "ზედ გამოჭრილი დედამისია" და სხვა მრავალი მსგავსი ფრაზებს. ყველაზე ხშირად ბავშვები მშობლისგან ცხვირს, შუბლის ფორმას, თვალის ჭრილს, ღაწვების და ნიკაპის ფორმას იღებენ მემკვიდრეობით. მიუხედავად იმისა რომ ბავშვის დნმ-ში დედის გენები 50%-ს შეადგენენ, შესაბამისად, მამის გენებიც 50%-ია, მაინც ხშირად მამის გენები ჭარბობს რადგანაც მამაკაცის გენები გამოირჩევა აგრესიულობით. ეს განპირობებულია შემდეგით ფეხმძიმობისას ქალის სხეული ნაყოფს, როგორც უცხო სხეულს, გარკვეულწილად ასე აღიქვამს. იმისთვის, რომ ნაყოფი შეინარჩუნოს, ჩვენი სხეული იძულებულია მამაკაცური გენები “აიტანოს", ზოგჯერ თავისი გენების დაჩაგვრის ხარჯზე.

ბავშვის სქესი _ მომავალი ბავშვის სქესი მამაზეა დამოკიდებული. დედისგან ბავშვი ყოველთვის X ქრომოსომას იღებს, მამისგან კი ან X ქრომოსომას (და გოგო იბადება), ან Y ქრომოსომას( და ბიჭი იბადება). გარდა ამისა, თუ მამაკაცს დები ჰყავს, დიდი ალბათობით ქალიშვილები გაუჩნდება, ხოლო თუ ძმები - მაშინ ვაჟები ეყოლება. Y ქრომოსომა ბევრად უფრო ნაკლებ გენებს შეიცავს, ვიდრე X ქრომოსომა. ამიტომ, ბიჭი ნაკვთებს მეტწილად დედისგან იღებს და მას ემსგავსება გარეგნულად, რადგან მასში დედისეული X ქრომოსომა უფრო მეტ გენს ატარებს. გოგონას რაც შეეხება, ის X ქრომოსომას ორივე მშობლისგან იღებს, ამიტომ, წინასწარ თქმა, თუ რომელ მშობელს დაემსგავსება, რთულია.

ინტელექტი_ გენები, რომლებიც ინტელექტს განსაზღვრავენ, X ქრომოსომაშია. ამიტომ, ვაჟებს ინტელექტი სწორედ დედისგან გადაეცემათ. გოგონები კი მენტალურ შესაძლებლობებს ორივე მშობლისგან იღებენ. თუმცა, დედის ინტელექტის მხოლოდ 40% გადადის მემკვიდრეობით, დანარჩენი აღზრდის შედეგად ვითარდება.

მიდრეკილება ფსიქიური ავადმყოფობისკენ -ასაკთან ერთად მამაკაცის სპერმის ხარისხი უარესდება. ამის გამო, ხანდაზმულ ასაკში ბავშვის გაჩენამ შესაძლოა მისთვის მუტირებული გენების გადაცემა გამოიწვიოს, რაც ფსიქიკური დაავადებების, აუტიზმის, ბიპოლარული აშლილობის და ჰიპერაქტიურობის გამომწვევი მიზეზი ხდება. ასევე ბავშვებს, რომელთა მამებიც ჩასახვის დროს 45 და მეტი წლის იყვნენ, სუიციდისკენ მიდრეკილება და სირთულეები აღენიშნებათ სწავლაში.თუ მამაკაცს გულის იშემიური დაავადება აწუხებს, ამ დაავადებისადმი მიდრეკილებას ნებისმიერ ასაკში გადასცემს თავის ვაჟებს. ხოლო მამაკაცები, რომლებიც უნაყაფობაზე მკურნალობდნენ და რომელთა ვაჟებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადნენ, ასევე გადასცემენ ვაჟიშვილებს ამ დაავადებისადმი მიდრეკილებას.


ბავშვის სიმაღლე-ბავშვის სიმაღლეს უმეტესწილად მამა განსაზღვრავს. მაღალი მამაკაცის შვილებიც სიმაღლით გამოირჩევიან. საერთო ჯამში, ბავშვი სიმაღლის 60-80% მამის ან დედის გენებითაა განპირობებული, დანარჩენი კვებაზე, ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე მოდის.არსებობს ორი ფორმულა ბავშვის სიმაღლის გამოსათვლელად:1) თუ ბიჭი გყავთ, დედის სიმაღლეს დაუმატეთ მამის სიმაღლე და დაუმატეთ კიდევ 13 სმ. გაყავით მიღებული სიმაღლე 2-ზე და მიიღებთ სავარაუდო შედეგს.თუ გოგო გყავთ, შეკრიბეთ მშობლების სიმაღლე, გამოაკელით 13 და გაყავით2-ზე.2)ჩაიწერეთ გოგონას სიმაღლე 18 თვის ასაკში, ბიჭისა კი 2 წლის ასაკში და და გამრავლეთ 2-ზე. მიღებული შედეგი იქნება ბავშვის სავარაუდო სიმაღლე ზრდასრულ ასაკში.


ბავშვის სიმსუქნე- სიმსუქნისადმი მიდრეკილება, ან პირიქით, კარგი ტანადობა, მემკვიდრეობით გადადის. ზოგიერთ ადამიანში წონა და წელის სიგანე 25%-ით განპირობებულია გენეტიკურად, დანარჩენ შემთხვევებში ეს მაჩვენებელი 40%-ია, ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც სიმსუქნით იტანჯებიან, ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს და ამ დროს წონაში დაკლება ძალიან რთულია. თუმცა, გონივრულად ვარჯიში და კვება შედეგს ყოველთვის იძლევა.სიგამხდრისკენ ან სიმსუქნისკენ მიდრეკილება ორივე მშობლისგან ერთნაირად გადადის. ამასთან, ტანადობისკენ მიდრეკილება უფრო ნაკლები ხარისხით გადაეცემა, ვიდრე სიმსუქნისადმი მიდრეკილება.თუმცა, დაბადების მომენტში ბავშვის წონაზე მხოლოდ დედაა პასუხისმგებელი. თუ დედა გამხდარია, რა მსუქანიც არ უნდა იყოს მამა, ბავშვი მსუქანი არ იბადება და პირიქით, როცა დედა სიმსუქნით იტანჯება, ბავშვი შესაძლოა “სათადარიგო კილოგრამებით" დაიბადოს.



скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 771 / 16 август 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]